ერაზმუს + პროექტის “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში” (PESTUGE) ფარგლებში, ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში პრაქტიკის გავლის მიზნით საქართველოს ორ უწყებაში:
- საქართველოს პარლამენტის აპარატი
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) ბაკალავრიატის (III-IV კურსი) და მაგისტრატურის სტუდენტებს, რომლებსაც წარმატებით გავლილი აქვთ საგანი/საგნები მშვიდობის კვლევების მიმართულებით (ეს საგნებია: საერთაშორისო კონფლიქტები და მშვიდობა; მშვიდობის თეორიები; შესავალი მშვიდობის კვლევებში; საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძვლები, კონფლიქტი აფხაზეთში).
სულ შეირჩევა 2 კანდიდატი. პრაქტიკის ხანგრძლივობაა ერთი თვე. მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცნობები უწყებებიდან, ხოლო პროექტის ეგიდით გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.
პრაქტიკა მოგცემთ საშუალებას განივითაროთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები, დაამყაროთ პროფესიული კავშირები იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე და გაეცნოთ მათი მუშაობის სპეციფიკას.
პრაქტიკის გავლის პერიოდია 2018 წლის აპრილი/მაისი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2018 წლის 23 მარტის ჩათვლითუნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
- ერთგვერდიანი სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე – რატომ გსურთ პრაქტიკის გავლა და ზემოთ ჩამოთვლილ რომელ უწყებაში/ორგანიზაციაში გსურთ პრაქტიკა (დაალაგეთ პრიორიტეტის მიხედვით)
- საგნის ლექტორის რეკომენდაცია/წარდგინება (შეიძლება გამოიგზავნოს ქვევით მითითებულ მეილზეც)
შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას/პრაქტიკის წინა ორიენტაციას.
ელექტრონული ფოსტის მისამართი: CSG@cu.edu.ge
ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „PESTUGE-ის პრაქტიკა“
2018 წლის შემოდგომის სემესტრში დამატებით გამოცხადდება კონკურსი პრაქტიკის გავლის მიზნით ორ უწყებაში:
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია