CALL FOR READERS’ TRANSLATION AND EDITION – TSU

მთარგმნელებისა და რედაქტორების შერჩევა ინგლისურენივანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე მომზადებისათვის (თსუ)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს განაცხადების მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერასმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში სამაგისტრო სწავლების საფეხურზე“ (PESTUGE) მშვიდობის კვლევების მიმართულებით ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე თარგმნასა და რედაქტირებაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლია შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან/ და ჰუმანიტარული მეცნიერების შესაბამის მიმართულებაში და არ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი. უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მქონე სპეციალისტებს.

თარგმნის პროცესი უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2018 წლის 5 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში. ხოლო, მომზადებული თარგმანის რედაქტირება არა უგვიანეს 2018 წლის 5 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 26 იანვრის 23:59 საათამდე ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  2. ერთ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება თარგმანის ან/და რედაქტირების პროცესში თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ასევე, მიუთითებთ ერთი სტანდარტული გვერდის თარგმნისა და რედაქტირების თქვენთვის სასურველ დაახლოებით ღირებულებას.
  3. განათლების დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტი.
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ასლი.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Konstantine.shubitidze@tsu.ge

სათაურის ველში აუცილებელია მიეთითოს, თუ რომელ პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს (მთარგმნელი, რედაქტორი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *