მთარგმნელებისა და რედაქტორების შერჩევა ინგლისურენივანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე მომზადებისათვის (სსუ)

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერასმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში სამაგისტრო სწავლების საფეხურზე“ (PESTUGE) მშვიდობის კვლევების მიმართულებით ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე თარგმნასა და რედაქტირებაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლია შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ინგლისურენოვანი ტექსტების ქართულ ენაზე  თარგმნის/რედაქტირების გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის  6 თებერვლის  23:59 საათამდე  ელექტრონული  ფოსტის  მისამართზე: g.abdaladze@sabauni.edu.ge გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. CV ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  2. ერთ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება თარგმანის ან/და რედაქტირების პროცესში თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ასევე, მიუთითებთ ერთი სტანდარტული გვერდის თარგმნისა და რედაქტირების თქვენთვის სასურველ დაახლოებით ღირებულებას.
  3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
  4. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ასლი.

განაცხადები მიიღება

სათაურის ველში აუცილებელია მიეთითოს, თუ რომელ პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს (მთარგმნელი, რედაქტორი).

თარგმნის პროცესი უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს  2018 წლის  9 თებერვლიდან  9 მარტამდე პერიოდში. ხოლო, მომზადებული თარგმანის რედაქტირება არა უგვიანეს  2018 წლის 10 მარტიდან  30 მარტამდე პერიოდში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *