მთარგმნელებისა და რედაქტორების შერჩევა ინგლისურენივანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე მომზადებისათვის (სსუ)
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს განაცხადების მიღებას ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერასმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში სამაგისტრო სწავლების საფეხურზე“ (PESTUGE) მშვიდობის კვლევების მიმართულებით ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე თარგმნასა და რედაქტირებაზე.
განაცხადის შემოტანა შეუძლია შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ინგლისურენოვანი ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნის/რედაქტირების გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 6 თებერვლის 23:59 საათამდე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: g.abdaladze@sabauni.edu.ge გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- CV ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- ერთ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება თარგმანის ან/და რედაქტირების პროცესში თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია. ასევე, მიუთითებთ ერთი სტანდარტული გვერდის თარგმნისა და რედაქტირების თქვენთვის სასურველ დაახლოებით ღირებულებას.
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სკანირებული ასლი.
განაცხადები მიიღება
სათაურის ველში აუცილებელია მიეთითოს, თუ რომელ პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს (მთარგმნელი, რედაქტორი).
თარგმნის პროცესი უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2018 წლის 9 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში. ხოლო, მომზადებული თარგმანის რედაქტირება არა უგვიანეს 2018 წლის 10 მარტიდან 30 მარტამდე პერიოდში.