ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ერასმუს +   პროექტის „მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში“ (PESTUGE) ფარგლებში აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს 2018-19 წლის შემოდგომის სემესტრში პრაქტიკის გავლის მიზნით საქართველოს პარლამენტსა და ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი).

პრაქტიკის შემდეგ სტუდენტები შეძლებენ, განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, დაამყარონ კავშირები იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებებთან, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე, გაეცნონ მათი მუშაობის სპეციფიკას და თავიანთი თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში მოქმედებას დააკვირდნენ.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით აქვთ გავლილი პროექტის ფარგლებში შექმნილი ან განახლებული შემდეგი სასწავლო კურსები:

  • მშვიდობის კვლევების შესავალი;
  • მშვიდობის დაცვის საერთაშორისო მექანიზმები;
  • ომისა და მშვიდობის თეორია;
  • მედიაცია საერთაშორისო კონფლიქტებში;
  • მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევები;
  • საერთაშორისო ურთიერთობების თეორია;
  • ეთნიკური კონფლიქტების შედარებითი ანალიზი;
  • ევროპის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ანალიზი;
  • მოლაპარაკებები პოლიტიკურ კონფლიქტებში.

პრაქტიკის ხანგრძლივობა ერთ თვეა. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცნობები უწყებებიდან, ხოლო პროექტის ეგიდით – შესაბამისი სერტიფიკატები.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

საქართველოს პარლამენტში პრაქტიკის გავლის პერიოდი: 1-ლი-30 ნოემბერი

ა(ა)იპ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში პრაქტიკის გავლის პერიოდი: 1-ლი-31 იანვარი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 24 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ მოცემული ელექტრონული ფორმა.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და დაესწრებიან პრაქტიკის წინასაორიენტაციო შეხვედრას.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *