მთარგმნელებისა და რედაქტორების შერჩევა ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე მომზადებისათვის -კავკასიის უნივერსიტეტი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში სამაგისტრო სწავლების საფეხურზე“ (PESTUGE) მშვიდობის კვლევების მიმართულებით ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე თარგმნისა და რედაქტირების მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს  მიღებას მთარგმნელისა და რედაქტორის პოზიციაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლია შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში და აქვს თარგმანის/რედაქტირების გამოცდილება.

თარგმანის შესრულების პერიოდი – 2018 წლის 5 თებერვალი – 2018 წლის 5 მარტი

რედაქტირება – 2018 წლის 5 მარტი – 2018 წლის 25 მარტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 30 იანვრამდე ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  2. ერთ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება თარგმანის ან/და რედაქტირების პროცესში თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია.
  3. ერთი სტანდარტული გვერდის თარგმნისა/ რედაქტირების ღირებულება ლარში
  4. ორი რეკომენდაცია განხორციელებულ თარგმანებზე
  5. განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი.
  6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: imelua@cu.edu.ge

შერჩევის კრიტერიუმები:

სათაურის ველში აუცილებელია მიეთითოს, თუ რომელ პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს (მთარგმნელი, რედაქტორი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *