მთარგმნელებისა და რედაქტორების შერჩევა ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე მომზადებისათვის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს +“-ის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტის – “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში სამაგისტრო სწავლების საფეხურზე“ (PESTUGE) მშვიდობის კვლევების მიმართულებით  ინგლისურენოვანი საკითხავი მასალის ქართულ ენაზე თარგმნისა და რედაქტირების მიზნით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს  მიღებას მთარგმნელებისა და რედაქტორის პოზიციაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის ან/და გამოცდილების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში ან/და აქვთ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულების ინგლისურენოვანი ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნის/რედაქტირების გამოცდილება.

თარგმანის შესრულების პერიოდი – 2018 წლის 12 თებერვალი – 2018 წლის 23 მარტი

რედაქტირება – 2018 წლის 26 მარტი – 2018 წლის 15 აპრილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 5 თებერვლამდე ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გამოაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე.
  2. ერთ გვერდიანი დოკუმენტი, სადაც აღწერილი იქნება თარგმანის ან/და რედაქტირების პროცესში თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია;
  3. ნათარგმნი/დარედაქტირებული დოკუმენტის ტექსტი ან მისი ასლი;
  4. ერთი სტანდარტული გვერდის თარგმნისა/ რედაქტირების ღირებულება ლარში;
  5. ორი რეკომენდაცია განხორციელებულ თარგმანებზე;
  6. განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის ასლი.
  7. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადები მიიღება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: development@iliauni.edu.ge

შერჩევის კრიტერიუმები:

სათაურის ველში აუცილებელია მიეთითოს, თუ რომელ პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს (მთარგმნელი, რედაქტორი).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *