(ტენდერი ცხადდება ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული ”ერასმუს+”-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში (Erasmus+: Higher Education – International Capacity Building), პროექტის სახელწოდება: ”Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia” (PESTUGE); პროექტის № 561589-EPP-1-2015-1-IE-EPPKA2-CBHE-JP (2015-2950/001-001). პროექტის პარტნიორი და ბენეფიციარი ქართველი უნივერსიტეტებია: შპს ”კავკასიის უნივერსიტეტი”; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია: Dublin City University.)

შესყიდვის საგანი გამოყენებულ იქნება პროექტით – ”Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia” (PESTUGE) განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

  1. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. ტენდერში მონაწილე პირების წინადადება განიხილება, თუ:
  1. არ განიხილება იმ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება:
  1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარებში, დღგ-ს გარეშე. ფასებში შესული უნდა იყოს წიგნების ტრასპორტირებასთან დაკავშირებული თანხა კავკასიის უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისამართზე.
  3. სატენდერო შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს საგარანტიო ვადა – დრო, რომლის განმავლობაშიც შეიძლება განხილულ იქნეს შემსყიდველის პრეტენზიები შესყიდული წიგნების ნივთობრივ/უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით.
  4. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 50 (ორმოცდაათი) სამუშაო დღეში უნდა შეძლოს ნასყიდობის საგნის სრულად მოწოდება მე-5 მუხლის შესაბამისად;
  5. ანგარიშსწორებისათვის შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს თანმხლები დოკუმენტაცია, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
  6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
  7. იმ პრედენდენტთა სატენდერო წინადადება, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია არ იქნება სრულყოფილი და მოთხოვნილი პირობების შესაბამისი, შეიძლება არ იქნას დაშვებული შეფასებისათვის.

საკონკურსო წინადადებების შედგენისა და წარდგენის დეტალები

  1. საკონკურსო წინადადების მარკირება და დალუქვის წესი
    1. ტენდერის მონაწილემ უნდა დალუქოს დედანი ერთ კონვერტში, ხოლო ასლები მეორეში. ორივე კონვერტს უკეთდება შესაბამისი მარკირება – „დედანი“, „ასლები“. ორივე კონვერტი ილუქება ერთ, გარე კონვერტში.
    2. შიდა და გარე კონვერტებს უნდა ჰქონდეს შემდეგი წარწერები:

ა) პრეტენდენტის სრული დასახელება და საკონტაქტო მონაცემები;
ბ) დამკვეთის მისამართი და დასახელება;
გ)  ტენდერის დასახელება;

  1. საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა

2.1.საკონკურსო წინადადებები უნდა მიეწოდოს დამკვეთს ტენდერის გამოცხადებიდან 3 (სამი) კვირის ვადაში შემდეგ მისამართზე: შპს’’კავკასიის უნივერსიტეტის’’–ს იურიდიული მისამართი, საქართველო, თბილისი, პაატა სააკაძის ქ. N1.

2.2. დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება.

სატენდერო წინადადება ძალაშია მისი გამოცხადების დღიდან და საკონკურსო წინადადებები მიიღება გამოცხადების დღიდან 3 (სამი) კვირის განმავლობაში, 12 ივლისის ჩათვლით.

საკონკურსო წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება სპეციალურად შექმნილი შემფასებელი კომისიის მიერ.

საკონკურსო წინადადებების შეფასება მოხდება სატენდერო წინადადებაში მოცემული პირობების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საუკეთესო ფასის მიხედვით შესაბამისი ხარისხით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საკონტაქტო პირისგან:
აკაკი კაპანაძე
მობილური: 595 08 18 18
ელ.ფოსტა: akapanadze@cu.edu.ge

შესასყიდი წიგნების ჩამონათვალი: დანართი #1

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *