„ერასმუს +“-ის პროექტის “მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში” (PESTUGE) ფარგლებში, ცხადდება სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი 2018 წლის გაზაფხულის სემესტრში პრაქტიკის გავლის მიზნით საქართველოს ორ უწყებაში:

პრაქტიკა მოგცემთ საშუალებას განივითაროთ თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევები,  დაამყაროთ კავშირები იმ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებთან,  რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტებზე და გაეცნოთ მათი მუშაობის სპეციფიკას.

ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის იმ სტუდენტებს, ვისაც გავლილი აქვს ერთი კურსი მაინც მშვიდობის კვლევების მიმართულებით (სამშვიდობო ოპერაციები; სამშვიდობო პროცესები; საერთაშორისო ორგანიზაციები; საერთაშორისო მოლაპარაკებები; საერთაშორისო კონფლიქტები: ქეისები; სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკა; ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები და მშვიდობის შენარჩუნება; კონფლიქტების და მშვიდობის თეორიები). პრაქტიკის  ხანგრძლივობა შეადგენს ერთ თვეს, რომლის ბოლოსაც მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცნობები უწყებებიდან, ხოლო პროექტის ეგიდით გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

პრაქტიკის გავლის პერიოდია 2018 წლის აპრილი (საქართველოს პარლამენტი); აპრილი ან მაისი (რონდელის ფონდი).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე 2018 წლის 23 მარტის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  2. სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  3. ერთ გვერდიანი სამოტივაციო წერილი – რატომ გსურთ პრაქტიკის/სტაჟირების გავლა და ზემოთ ჩამოთვლილ რომელ უწყებაში/ორგანიზაციაში (დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით 1-4), ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  4. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას/პრაქტიკის წინა ორიენტაციას.

ელექტრონული ფოსტის მისამართი: Konstantine.shubitidze@tsu.ge

ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ „PESTUGE-ის პრაქტიკა“!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *