კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ტენდერს ტექნიკის შესყიდვაზე პროექტის – ”Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia” (PESTUGE) ქართველი პარტნიორი უნივერსიტეტებისათვის.

ტენდერი გამოცხადებულია ერთ ლოტად.

(ტენდერი ცხადდება ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული ”ერასმუს+”-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში (Erasmus+: Higher Education – International Capacity Building), პროექტის სახელწოდება: ”Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia” (PESTUGE); პროექტის № 561589-EPP-1-2015-1-IE-EPPKA2-CBHE-JP (2015-2950/001-001). პროექტის პარტნიორი და ბენეფიციარი ქართველი უნივერსიტეტებია: შპს ”კავკასიის უნივერსიტეტი”; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია: Dublin City University.)

შესყიდვის საგანი გამოყენებული იქნება პროექტით – ”Creation of the Graduate Curricula in Peace Studies in Georgia” (PESTUGE) განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

  1. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
  1. ტენდერში მონაწილე პირების წინადადება განიხილება, თუ:
  1. არ განიხილება იმ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება:
  1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება და სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი ან მისი ნდობით აღჭურვილი (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე) პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  2. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარებში, დღგ-ს გარეშე. ფასებში შესული უნდა იყოს ტექნიკის ტრასპორტირებასთან დაკავშირებული თანხა (ტექნიკის შესაბამისად) კავკასიის უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისამართზე;
  3. სატენდერო შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს საგარანტიო ვადა – დრო, რომლის განმავლობაშიც შეიძლება განხილულ იქნეს შემსყიდველის პრეტენზიები შესყიდული ტექნიკის ნივთობრივ/უფლებრივ ნაკლთან დაკავშირებით.
  4. ამ ტენდერით მოთხოვნილი საქონელი უნდა იყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მწარმოებლის მიერ დამზადებული ორიგინალი ე.წ. ”Brand Name” პროდუქტი;
  5. ამ ტენდერით მოთხოვნილი საქონელი უნდა იყოს ახალი და ექსპლოატაციაში არ მყოფი;
  6. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 50 (ორმოცდაათი) სამუშაო დღეში უნდა შეძლოს ნასყიდობის საგნის სრულად მოწოდება მე-5 მუხლის შესაბამისად;
  7. ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსრულებელმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია კონტრაქტის თანხის 10%-ის ოდენობაზე. სხვა შემთხვევაში კონტრაქტი არ შევა ძალაში და ამოქმედდება მე-2-ე პუნქტში მითითებული სატენდერო გარანტია;
  8. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული კომპანია არ მოახდენს კავკასიის უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებას მის მიერ სატენდერო წინადადებაში მითითებული პირობების შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ამოქმედდება მე-2 პუნქტში მითითებული სატენდერო გარანტია.
  9. პროდუქციის მიწოდება შესაძლებელია 2-3 ეტაპად;
  10. ანგარიშსწორებისათვის შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის გაფორმდება მოწოდებული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტი. მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს შემსყიდველს თანმხლები დოკუმენტაცია, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
  11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
  12. იმ პრედენდენტთა სატენდერო წინადადება, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია არ იქნება სრულყოფილი და მოთხოვნილი პირობების შესაბამისი, შეიძლება არ იქნას დაშვებული შეფასებისათვის.

საკონკურსო წინადადებების შედგენისა და წარდგენის დეტალები

  1. საკონკურსო წინადადების მარკირება და დალუქვის წესი

ა)    პრეტენდენტის სრული დასახელება და საკონტაქტო მონაცემები;
ბ)    დამკვეთის მისამართი და დასახელება;
გ)    ტენდერის დასახელება;

  1. საკონკურსო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა

2.1.  საკონკურსო წინადადებები უნდა მიეწოდოს დამკვეთს 2018 წლის 7 ივლისის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: შპს’’კავკასიის უნივერსიტეტის’’–ს იურიდიული მისამართი, საქართველო, თბილისი, პაატა სააკაძის ქ. N1.

2.2.  დაგვიანებით წარმოდგენილი სატენდერო წინადადება არ განიხილება

სატენდერო წინადადება ძალაშია მისი გამოცხადების დღიდან და საკონკურსო წინადადებები მიიღება გამოცხადების დღიდან 2 (ორი) კვირის განმავლობაში.

საკონკურსო წინადადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მოხდება სპეციალურად შექმნილი შემფასებელი კომისიის მიერ.

საკონკურსო წინადადებების შეფასება მოხდება სატენდერო წინადადებაში მოცემული პირობების მოთხოვნების გათვალისწინებით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საუკეთესო ფასის მიხედვით შესაბამისი ხარისხით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ საკონტაქტო პირისაგან:

გიორგი დათუკიშვილი
მობ.: 595 305 805
ელ.ფოსტა: gdatukishvili@cu.edu.ge

სატენდერო ტექნიკის აღწერა: დანართი #1

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *