რეგიონალური ტრენინგი “მშვიდობა და უსაფრთხოება”
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ევროკავშირის ერაზმუს+ დაფინანსებით ოთხდღიანი ტრენინგ-მოდული “მშვიდობა და უსაფრთხოება” გაიმართა. საქართველოში ტრენინგი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების პროფესორების საერთო ძალისხმევით განხორციელდა. ტრენინგ-მოდულს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განხილული იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის ნაციონალიზმის როლი, საერთაშორისო კონფლიქტები, განიარაღებისა და დემობილიზაციის მოლაპარაკებები, ომის კონცეფციები, სამშვიდობო ოპერაციების პრაქტიკა და კავკასიის კონფლიქტების ისტორია. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტების სამეცნიერო დისციპლინის განვითარება და ამ სფეროს ქართველი მეცნიერების მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების შესახებ აკადემიის იუნკერების ცნობიერების ამაღლება. Regional Training “Peace and Security” The National Defence Academy of Georgia hosted four-day training-module “Peace and Security”, financed by the EU Erasmus+. In Georgia the training was organised by the professors of Georgian and foreign universities. The training-module was held for the third and fourth year Junkers of the Defence and Security Bachelor Programme of the National Defence Academy. The training focused on the main topics of Defence and Security, including role of nationalism, the international conflicts, the negotiation of disarmament and demobilization, war concepts, the practice of peacekeeping operations and the history of the Caucasus conflicts. The purpose of this project is to facilitate the development of peace and conflict scientific discipline in Georgia and the integration of Georgian scientists in the global community of peace and conflict researchers. In addition, it is important to raise Junkers’ awareness regarding these topics.