პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „ერასმუს +“-ის პროექტის „მშვიდობის კვლევების კურიკულუმის განვითარება საქართველოში“ (PESTUGE) ფარგლებში აცხადებს სტუდენტთა შესარჩევ კონკურსს 2018 წლის გაზაფხულის სემესტრშიპრაქტიკის გასავლელად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ა(ა)იპ „საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“ (GRASS).

პრაქტიკა სტუდენტებს აშუალებას მისცემს, განივითარონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები, დაამყარონ კავშირი იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებებთან, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა ასპექტზე, გაეცნონ მათი მუშაობის სპეციფიკას და თავიანთი თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში მოქმედებას დააკვირდნენ.

ვის შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურისსტუდენტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პროექტის ფარგლებში შექმნილი ან განახლებული კურსები. ესენია:

პრაქტიკის ხანგრძლივობა ერთი თვეა. პრაქტიკის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ცნობები უწყებებიდან, ხოლო პროექტის ეგიდით – შესაბამისი სერტიფიკატები.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

პრაქტიკის გავლის პერიოდი: 1-30 აპრილი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 20 მარტის ჩათვლით უნდა შეავსონ მოცემული ელექტრონული ფორმა და მოცემულ ფორმაში ატვირთონ სამოტივაციო წერილი (მოცულობა: მაქს. 500 სიტყვა).

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებასა და პრაქტიკის წინა ორიენტაციას.

დამატებითი კითხვები შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *